პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ევროპა უნდა მოემზადოს რუსეთის შესაძლო დარტყმებისთვის“

15.10.25 10:35
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ევროპა უნდა მოემზადოს რუსეთის შესაძლო დარტყმებისთვის“

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპა უნდა იყოს მზად რუსეთის შესაძლო შეტევებისთვის და „უპასუხისმგებლო“ უწოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ ქმნიან თავდაცვით სისტემებს, მათ შორის „დრონების კედელს“ აღმოსავლეთ ფლანგზე.

ლონდონში, უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონის Shahed-136-ის პრეზენტაციაზე, სიკორსკიმ მოუწოდა ევროპას შეინარჩუნოს მხარდაჭერა უკრაინისადმი და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი კიევს „ტომაჰოკის“ ტიპის რაკეტებს მიაწვდის.

მისი თქმით, უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღება და ანტიდრონული სისტემების განვითარება ევროპის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეიძლება ევროპაში ღრმად შეიჭრას, ამიტომ თავდაცვითი მზადყოფნა ახლა გადამწყვეტია.

მსგავსი სიახლეები