"NATO-ს წევრების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა" - რუტე

15.10.25 18:28
"NATO-ს წევრების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა" - რუტე

"NATO-ს წევრების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა" - ამის შესახებ  NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაგრძელდება.

NATO თავდაცვითი ალიანსია და ის თავდაცვით ალიანსად დარჩება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს თავდაცვითი ალიანსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა, ჩვენი 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტერიტორიის დასაცავად. უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ეს გაგრძელდება" - განაცხადა რუტემ.

მსგავსი სიახლეები