პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავი ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავი, რომელიც გუშინ ბრიუსელიდან აფრინდა, მოულოდნელად გაერთიანებულ სამეფოში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს და წერს, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხოდაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი თვითმფრინავის საქარე მინაზე გაჩენილი ბზარი გახდა.
თვითმფრინავი სტანდარტული პროცედურების დაცვით დაეშვა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის მდივანი ჰეგსეტი, უსაფრთხოდ არის," - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა.