"ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს" - ტრამპის თქმით, ინდოეთი რუსული ნავთობის შეძენას შეწყვეტს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტს შეწყვეტს, რის შესახებაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უთხრა.
ტრამპის თანახმად, ეს დიდი ნაბიჯია და ახლა ჩინეთი უნდა აიძულონ, რომ იგივე გააკეთოს.
“არ გვიხაროდა, რომ ის [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი] ნავთობს ყიდულობდა რუსეთისგან, ვინაიდან, ეს რუსეთს ამ უაზრო ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რომელშიც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს, სხვათა შორის - რუსეთმა დაკარგა მილიონ-ნახევარი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები…
ასე რომ, არ მიხაროდა, რომ ინდოეთი [რუსულ] ნავთობს ყიდულობდა. და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს”,-განაცხადა ტრამპმა.