ზელენსკისთან შეხვედრამდე, ტრამპი და პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს
ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე, დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს გამართავენ.
ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომის საკითხებს განიხილავენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტს 17 ოქტომბერს გეგმავს, რომლის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.