დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს
ახლა ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საუბრის დასრულების შემდეგ მის შინაარს ორივე მხარე გაასაჯაროვებს.
“ახლა ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. საუბარი მიმდინარეობს, გრძელი და მისი დასრულების შემდეგ მე, ისევე როგორც პრეზიდენტი პუტინი, მის შინაარსს შეგატყობინებთ”, - წერს ტრამპი.