სამშვიდობო მოლაპარაკებები - ტრამპმა დაასახელა, ვინ შეხვდება რუსეთის დელეგაციას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაამხილა, ვინ მიიღებს მონაწილეობას რუსეთისთან მოლაპარაკებებში უკრაინის ომის საკითხზე. მათ შორის იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
ტრამპმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა - საუბარი გადაიცემოდა თეთრი სახლის YouTube-არხზე.
მისი თქმით, ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შევლენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
ტრამპმა დამატებით აღნიშნა, რომ ორი კვირის განმავლობაში შესაძლოა გაიმართოს მისი პირადი შეხვედრა რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან.
„მარკო რუბიო შეხვდება თავის კოლეგა ლავროვს (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი). ისინი მალე დანიშნავენ შეხვედრის დროსა და ადგილს - შესაძლოა, უკვე დანიშნეს კიდეც,“ - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.