ერმაკი: ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ მზად არის, შეხვდეს პუტინს, თუმცა ერთი პირობით

17.10.25 10:21
ერმაკი: ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ მზად არის, შეხვდეს პუტინს, თუმცა ერთი პირობით

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწვევით, რაც ორ სატელეფონო საუბარს მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ საუბრები დაცული ხაზით გაიმართა, დარჩა თემები, რომლებიც მხოლოდ პირად შეხვედრას საჭიროებს. ამის შესახებ გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

მისი თქმით, ორივე სატელეფონო საუბარი იყო „ძალიან კარგი“ და ორ ლიდერს შორის მყისიერი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა.

„პრეზიდენტები ერთმანეთს კარგად ესმით. მათ საუბარი პირდაპირ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყეს. ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე ასე სწრაფად შეთანხმდნენ, აჩვენებს, რომ ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ,“ - აღნიშნა ერმაკმა.

ერმაკის თქმით, ზელენსკიმ ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა პუტინთან შეხვედრაზე ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ ქვეყანაში, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა.

ვლადიმირ პუტინმა მსგავსი შეთავაზება არაერთხელ უარყო.

მსგავსი სიახლეები