ტრამპი: პუტინმა სცადა, დავერწმუნებინე, რომ უკრაინას „ტომაჰავკები“ არ უნდა გადავცეთ
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან საუბრის დროს რუსმა ლიდერმა სცადა, დაერწმუნებინა ტრამპი, რომ არ მიეწოდებინა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები.
„რა თქმა უნდა, სცადა - რა გეგონათ? რომ იტყოდა: "გთხოვთ, მიჰყიდეთ ამ რაკეტები უკრაინას, ძალიან მადლობელი ვიქნებოდი?’“ - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, საუბრისას მან პუტინს ირონიულადაც ჰკითხა აზრი ამ საკითხზე:
„ვუთხარი: "წინააღმდეგი ხომ არ იქნები, თუ შენს ოპონენტებს რამდენიმე ათას „ტომაჰავკს“ გადავცემ?" - იდეა მას აშკარად არ მოეწონა,“ - აღნიშნა ტრამპმა.
თუმცა, ტრამპმა არ დააკონკრეტა, მიიღებს თუ არა უკრაინა ამ იარაღს.
ამერიკის ლიდერის თქმით, „ტომაჰავკები“ შეერთებულ შტატებს თავადაც ძალიან სჭირდება, და ვაშინგტონი ვერ დახარჯავს საკუთარ რეზერვს.
Tomahawk-ები ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. შეერთებული შტატების მარაგებს ვერ ამოვწურავთ, - თქვა ტრამპმა.