ტრამპის განცხადებით, მისი პუტინთან შეხვედრა ორ კვირაში უნდა შედგეს

17.10.25 10:37
ტრამპის განცხადებით, მისი პუტინთან შეხვედრა ორ კვირაში უნდა შედგეს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორ კვირაში უნდა შედგეს. ადრე ტრამპი ამბობდა, რომ ისინი ერთმანეთს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდებოდნენ.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვლადიმირ ზელენსკისა და კრემლის დიქტატორის ურთიერთობა დაძაბულია, ამიტომ მას მოუწევს ორივე ლიდერთან ცალკე შეხვედრების ორგანიზება.

ვიტყოდი, რომ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. საკმაოდ სწრაფად. იქამდე მარკო რუბიო შეხვდება მის კოლებას ლავროვს. ისინიც მალე გამართავენ შეხვედრას. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა, ძალიან პროდუქტიული. მაგრამ მე მას შევხვდები. ხვალ შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, მე მას პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ მივაწვდი ინფორმაციას. ისინი ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან. ზოგჯერ აუცილებელია რომ რაღაცეები ვაღიაროთ. მე მათ შეხვდები, ცალ-ცალკე, მაგრამ თანასწორ გარემოში. მათ საშინელი ურთიერთობა აქვთ. ასე, რომ მე მას უნგრეთში შევხვდები, ვიქტორ ორბანი გვიმასპინძლებს, - განაცხადა ტრამპმა. 

მსგავსი სიახლეები