თეთრ სახლში ზელენსკი ტრამპს შეხვდა

17.10.25 21:46
თეთრ სახლში ზელენსკი ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა. შესაბამის ვიდეოს გამოცემა BBC-ი ავრცელებს. 

თეთრ სახლში, ზელენსკი აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს ხვდება. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ, თუ როგორ უნდა აიძულონ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

ასევე, შეხვედრაზე ზელენსკისთვის მთავარი სასაუბრო თემა უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემის საკითხი იქნება.

მანამდე, 11 და 12 ოქტომბერს ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. 

მსგავსი სიახლეები