"ვფიქრობ, [ტრამპის] დახმარებით ამ ომის დასრულებას შევძლებთ" - ზელენსკი

17.10.25 21:56
"ვფიქრობ, [ტრამპის] დახმარებით ამ ომის დასრულებას შევძლებთ" - ზელენსკი

თეთრ სახლში, შეხვედრის დაწყებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მიულოცა. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ტრამპის დახმარებით ომის დასრულებას შეძლებენ. 

ვფიქრობ, თქვენი დახმარებით ამ ომის დასრულებას შევძლებთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, რუსეთს ბრძოლის ველზე დიდი წარმატებები არ აქვს.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას შეხვედრები ჰქონდა რამდენიმე ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან, რომლებიც მზად არიან ინვესტიციები ჩადონ ომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები