ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის რაკეტების სანაცვლოდ უკრაინული დრონები შესთავაზა

17.10.25 23:05
ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის რაკეტების სანაცვლოდ უკრაინული დრონები შესთავაზა

თეთრ სახლში, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია უკრაინას Tomahawk-ის რაკეტები არ დასჭირდეს. 

მისი თქმით, Tomahawk-ის რაკეტები არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას სურს ომის დასრულება. 

შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ეს არის ტექნოლოგიური ომი" და მას Tomahawk-ების გარდა სხვა დრონები და რაკეტებიც სჭირდება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა აშშ-ს რაკეტების მიწოდების სანაცვლოდ, უკრაინული წარმოების დრონები შესთავაზოს. რაზეც ტრამპმა თქვა, რომ ის ამით დაინტერესებულია. 

ისინი ძალიან კარგ დრონს ქმნიან... ასე რომ, ჩვენ ვისაუბრებთ Tomahawk-ებზე... ბევრად უფრო სასურველია, რომ მათ Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, ბევრად უფრო სასურველია, რომ ომი დასრულდეს," - განაცხადა ტრამპმა. 

მსგავსი სიახლეები