რუსეთი და უკრაინა უნდა გაჩერდნენ, დაე, ორივემ გამარჯვება გამოაცხადოს! - ტრამპი

18.10.25 10:03
რუსეთი და უკრაინა უნდა გაჩერდნენ, დაე, ორივემ გამარჯვება გამოაცხადოს! - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის ლიდერ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ  Truth Social-ზე პოსტ სქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრა ძალზე საინტერესო და გულითადი იყო.

მე პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, დროა, მკვლელობები შეწყდეს და შეთანხმება დაიდოს! - წერს ამერიკის პრეზიდენტი.

მისი თქმით, რუსეთი და უკრაინა უნდა გაჩერდნენ - "დაე, ორივემ გამარჯვება გამოაცხადოს. დანარჩენს ისტორია გადაწყვეტს".

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ძალზე საინტერესო და გულითადი იყო, მაგრამ მე მას ვუთხარი, როგორი სიმტკიცითაც ეს პრეზიდენტ პუტინს შევთავაზე, რომ დროა, მკვლელობები შეწყდეს და შეთანხმება დაიდოს! საკმარისი სისხლი დაიღვარა, საკუთრების ხაზები კი ომმა და შიგნეულობამ განსაზღვრა. ისინი უნდა გაჩერდნენ, სადაც არიან.

დაე ორივემ თქვას, რომ გაიმარჯვა, დანარჩენი ისტორიამ გადაწყვიტოს! აღარ იყოს მეტი სროლა, მეტი სიკვდილი, მეტი უზარმაზარი და ვერ შენარჩუნებადი ფულის ხარჯვა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იხოცება - მეტი აღარ, სახლში დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს მშვიდობით!" - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები