მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე იმსჯელებენ
მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე იმსჯელებენ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
კოშტა და რამდენიმე ევროპელი ლიდერი რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.
„საუბარი გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინის პრეზიდენტის დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენი საერთო მიზანი ისევ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაა უკრაინისთვის. ამის მისაღწევად კი აუცილებელია სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა, ისევე როგორც უსაფრთხოების გარანტიები“, – აღნიშნა კოშტამ .