რუსებმა უკრაინას ღამით რაკეტებით და 164 დრონით შეუტიეს
მასირებული თავდასხმა უკრაინაზე - უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსებმა ღამით 3 საზენიტო მართვადი რაკეტით და 164 დრონით შეუტიეს უკრაინის ოლქებს.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული, 12 სხვადასხვა ადგილას 27 დარტყმა დაფიქსირდა, ხოლო ოთხ ადგილას ნამსხვრევები ჩამოვარდა.
დნეპროპეტროვსკში რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა საავადმყოფოს შენობა. სამიზნე იყო ზაპოროჟიეც, სადაც სასწავლო დაწესებულება დაზიანდა და ასევე გაჩნდა ხანძრები. პოლტავაში კი ერთ-ერთი საწარმოს პროდუქციის საწყობი დაბომბეს.