"არა მეფეებს!" - აშში ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა

19.10.25 10:17
"არა მეფეებს!" - აშში ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა

აშშ-ში შაბათს გაიმართა მასშტაბური ეროვნული აქცია „არა მეფეებს“ (No Kings) - მილიონობით ამერიკელმა ქვეყნის მასშტაბით გამართა პროტესტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, იუწყება CNN.

ორგანიზატორების თქმით, ტრამპის მმართველობა სულ უფრო მილიტარიზებული და ავტორიტარული ხდება. დემონსტრანტები დემოკრატების შტატებში ჯარის განთავსებასა და მასობრივ რეიდებს აპროტესტებდნენ.

აქციებზე ისმოდა ლოზუნგები: „არა  მეფეებს“, „ხალხი მილიარდერების ნაცვლად“, „აი, ასე გამოიყურება დემოკრატია“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საპროტესტო ტალღა მიმდინარეობს აშშ-ის შატდაუნის ფონზე, როცა რესპუბლიკელი კანონმდებლები და თეთრი სახლი დემოკრატებს დაუპირისპირდნენ მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის გარშემო.

მსგავსი სიახლეები