ტრამპი მეფის როლში: AI-ვიდეოებმა აშშ-ში პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

19.10.25 12:43
ტრამპი მეფის როლში: AI-ვიდეოებმა აშშ-ში პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

აშშ-ში მასშტაბური პროტესტების ფონზე ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და თავად დონალდ ტრამპმა გაავრცელეს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პროვოკაციული ვიდეოები, სადაც ტრამპი სამეფო გვირგვინით არის წარმოდგენილი.

Truth Social-ზე ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის თავზე გვირგვინით გამანადგრებით დაფრინავს და თავის კრიტიკოსებს ტალახს ესვრის. 

ვიდეო თავდაპირველად შეიქმნა X-ის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ, თუმცა ტრამპის მიერ გაზიარებამ მედიასა და ოპოზიციაში კრიტიკის ტალღა გამოიწვია.

ამავდროულად, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა Bluesky-ზე გაავრცელა სხვა AI-ვიდეო, სადაც ტრამპი ჩნდება მანტიით, გვირგვინით და მახვილით ხელში, ხოლო მის წინ მუხლებზე დგანან დემოკრატიული პარტიის ლიდერები - ნენსი პელოსი და ჩაკ შუმერი.