ზელენსკი მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს

20.10.25 16:04
ზელენსკი მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უნგრეთში დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდეს.

"თუ მე ბუდაპეშტში მიმიწვევენ - თუ ეს იქნება მოწვევა ფორმატში, სადაც სამივე შევხვდებით, ან თუ მე შევხვდები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შემდეგ დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს, მაშინ მე ამ ფორმატებიდან რომელიმეს დავთანხმდები", - ამბობს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი უნგრეთის პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არ სჯერა ვიქტორ ორბანის და იმის, რომ ამ შეხვედრას უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მოტანა შეუძლია.

"მე არ მჯერა, რომ პრემიერს [ვიქტორ ორბანს], რომელიც ყველგან ბლოკავს უკრაინის ინტერესს, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მოტანა ან თუნდაც ბალანსის დაცვა შეუძლია", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ის მზადაა შეუერთდეს სამმხრივ შეხვედრას რამდენიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, შვეიცარიასა და ვატიკანში.

მსგავსი სიახლეები