დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე ემანუელ მაკრონი ნიკოლა სარკოზის ელისეის სასახლეში შეხვდა

21.10.25 10:10
დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე ემანუელ მაკრონი ნიკოლა სარკოზის ელისეის სასახლეში შეხვდა

დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე ემანუელ მაკრონი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა ელისეის სასახლეში გაიმართა, სადაც მსჯავრდებული პრეზიდენტი თავად მაკრონმა მიიწვია.

“ეს ვიზიტი საფრანგეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევას არ ნიშნავს“, -განცხადა საფრანგეთის მოქმედმა პრეიზიდენტმა და დაანონსა, რომ კოლეგას, "მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით" ციხეშიც ეწვევა.

  • ცნობისთვის, სასამართლომ სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის მას შემდეგ, რაც 2007 წელს, პირველი საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს ნება დართო, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.
  • საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სასჯელის მოხდას 22 ოქტომბერს დაიწყებს.
  • ამასთანავე, მას განაჩენი გასაჩივრებულიც აქვს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს.

მსგავსი სიახლეები