მაკრონი ტრამპი/პუტინის მოსალოდნელ შეხვედრაზე: თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ

21.10.25 10:18
მაკრონი ტრამპი/პუტინის მოსალოდნელ შეხვედრაზე: თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება,  უკრაინა მის მომავალთან დაკავშირებულ ნებისმიერ საუბარში ჩართული უნდა იყოს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. 

„თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ. თუ ისინი ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენენ, ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ“, - აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს უნგრეთში შეხვდება.