საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი - სასჯელის მოსახდელად ციხეში გამოცხადდა

21.10.25 11:52
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი - სასჯელის მოსახდელად ციხეში გამოცხადდა

ნიკოლა სარკოზი დაკავებულია - ყოფილი პრეზიდენტი ლიბიიდან საარჩევნო კამპანიის თანხების მოზიდვის საქმეზე გაასამართლეს და 5 წლიანი პატიმრობა მიოუსაჯეს.

სასამართლომ განაჩენი 25 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი დარბაზშივე არ დააპატიმრეს და პირადი საქმეების დასასრულებლად და ციხეში თავისი ნებით მისასვლელად ვადა 21 ოქტომბრამდე მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2007 წელს, მან საკუთარ მოკავშირეებს უფლება მისცა, მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მიეღოთ. თავად სარკოზი ბრალს არ აღიარებს.

 სარკოზი სახლიდან ცოლთან, კარლა ბრუნისთან ერთად გამოვიდა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა.  ის მხარდამჭერი შეძახილებითა და ტაშით გააცილეს.