72 წლის კაცს, რომელმაც ფიცოს ესროლა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

21.10.25 13:29
72 წლის კაცს, რომელმაც ფიცოს ესროლა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სლოვაკეთის სასამართლომ 21 წლით ციხეში გაუშვა 72 წლის კაცი, რომელმაც  ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა.

იურაი ცინტულა სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოზე ცინტულამ განაცხადა, რომ მას ფიცოს მხოლოდ დაჭრა სურდა. მიზეზად კი დაასახელა „მისი პოლიტიკის შეჩერება, რომელიც ზიანს აყენებს სლოვაკეთის თავისუფლებასა და კულტურას“.

შეგახსენებთ, მწერალმა იურაი ცინტულამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს გასულ წელს ქალაქ ჰანდლოვაში რამდენჯერმე ესროლა. 

მსგავსი სიახლეები