შვედეთი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 35 მილიონ ევროს გამოყოფს

21.10.25 16:02
შვედეთი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 35 მილიონ ევროს გამოყოფს

შვედეთი ზამთრის წინ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 35 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს

შვედეთის საგარეოს განცხადებით, ქვეყანა მსოფლიო ბანკის უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების ნდობის ფონდის (URTF) მხარდაჭერას 385 მილიონი შვედური კრონით ზრდის. 

შვედეთი უკრაინას მსოფლიო ბანკის მეშვეობით უჭერს მხარს.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შვედეთი მსოფლიო ბანკის უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების ნდობის ფონდის (URTF) მხარდაჭერას 385 მილიონი შვედური კრონით ზრდის. ფონდი შესაძლებელს ხდის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას და უკრაინის მდგრადობისა და გრძელვადიანი აღდგენის გაძლიერებას," - წერია განცხადებაში. 

როგორც Ukrinform-ი წერს, შვედეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს ნიკოლაევის რეგიონს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად განადგურებული წყლის ეკოსისტემების აღდგენაში. 

მსგავსი სიახლეები