2 დაღუპული და 15 დაშავებული - რუსებმა კიევს და ზაპოროჟიეს Shahed-ებით შეუტიეს

22.10.25 10:03
2 დაღუპული და 15 დაშავებული -  რუსებმა კიევს და ზაპოროჟიეს Shahed-ებით შეუტიეს

2 დაღუპული და 15 დაშავებული - რუსებმა კიევს და ზაპოროჟიეს Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, რის შემდეგაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, თავდასხმის შედეგად კიევში საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფედოროვის განცხადებით კი თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაღალსართულიან შენობასა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.