ზელენსკი შვედეთში ჩავიდა

22.10.25 10:09
ზელენსკი შვედეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

კრისტერსონი ამბობს, რომ შვედეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაშ. 

მაქვს პატივი, პრეზიდენტ ზელენსკის შვედეთში ვუმასპინძლო. ძლიერი და ქმედითი უკრაინა შვედეთისთვის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების განხილვას - ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი“, - წერს ულფ კრისტერსონი.