კიევზე რუსეთის თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია
გუშინ ღამით რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას კიევის ოლქში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის - ორი ბავშვია. ტრაგედია მოხდა ბროვარის რაიონის სოფელ პოგრებში, სადაც რაკეტის ნამსხვრევებმა კერძო სახლის აალება გამოიწვია.
როგორც კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კალაშნიკმა განაცხადა, დაიღუპნენ 1987 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი, ექვსთვიანი ჩვილი და 12 წლის გოგონა. მათი ცხედრები მაშველებმა იპოვეს დამწვარი სახლის ნანგრევებში.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ზაზიმის თემში, სადაც ახლა მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები და ნანგრევების გაწმენდა.
გარდა ამისა, ბროვარებში მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს 83 წლის ქალი, რომელიც მძიმედ დაშავდა. იერიშის შედეგად ასევე დაიწვა სატვირთო ავტომობილი მისაბმელით და რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა.