ნატოს გენერალური მდივნის მოულოდნელი ვიზიტი აშშ-ში - რუტე ტრამპს შეხვდება
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ოთხშაბათს ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. ალიანსის ინფორმაციით, ვიზიტზე საჯარო პრესკონფერენცია ან განცხადებები არ გაკეთებულა.
შეხვედრა ტარდება იმ დროს, როცა ტრამპი აგრძელებს მცდელობას უკრაინაში ომის დასრულებისკენ. გასულ კვირას ის ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს და არ გამორიცხა მათი შეხვედრა ბუდაპეშტში, თუმცა ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
უკრაინაში მიიჩნევენ, რომ თუ პუტინი დათმობაზე არ წავა, ტრამპმა შესაძლოა, კვლავ განაახლოს მხარდაჭერა კიევის მიმართ და დაუშვას აშშ-ში წარმოებული “Tomahawk”-ის ტიპის რაკეტების მიწოდება.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რაც უფრო შორს აღწევს უკრაინული იარაღი, მით უფრო იზრდება რუსეთის სურვილი ომის დასრულებისკენ.
უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო გეგმები ასევე განიხილება პარასკევს ლონდონში, „მზადყოფნის კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უძღვებიან.
მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას რუტეც მიიღებს.