ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი მე-19 პაკეტი მიიღო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი მე-19 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, სანქციები დაუწესდათ რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ ორგანიზაციებს და ა.შ..
ამასთან, დესტაბილიზაციის მცდელობებთან საბრძოლველად ევროკავშირი რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს.
ჩვენ ახლახან მივიღეთ სანქციების მე-19 პაკეტი.
ის მიზნად ისახავს რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ ორგანიზაციებს და სხვა.
დესტაბილიზაციის მცდელობებთან საბრძოლველად ევროკავშირი ზღუდავს რუსი დიპლომატების გადაადგილებას.
პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო და უფრო რთულდება," - წერს ევროპელი ლიდერი.