რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს - გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
მისი თქმით, ეს საერთაშორისო სამართლისა და ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.
“ამ საღამოს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ეს საერთაშორისო სამართლისა და ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საჰაერო თავდაცვის მზაობის გაძლიერების მნიშვნელობას.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს დაიბარებს ამ უგუნური და სახიფათო საქციელისთვის პროტესტის გამოსახატად”, - განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული საბრძოლო თვითმფრინავი და სატრანსპორტო თვითმფრინავი ლიეტუვის ტერიტორიაზე კალინინგრადის ოლქიდან შეიჭრნენ. ისინი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 700 მეტრით შეიჭრნენ და ტერიტორია 18 წამში დატოვეს.
საპასუხოდ, ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფი ორი ესპანური საბრძოლო თვითმფრინავი აფრინდა, რომლებიც ახლა საჰაერო პატრულს ახორციელებენ.