რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - არიან დაშავებულები
რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - როგორც უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, არიან დაშავებულები.
უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა და რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ხანძარი დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში გაჩნდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა.