პუტინის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ, რუსეთი და უკრაინა ომის დასასრულებლად „დიპლომატიურ გადაწყვეტას“ მიუახლოვდნენ

25.10.25 14:50
პუტინის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ, რუსეთი და უკრაინა ომის დასასრულებლად „დიპლომატიურ გადაწყვეტას“ მიუახლოვდნენ

ვლადიმერ პუტინის სპეციაალური წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ, რუსეთი და უკრაინა ომის დასასრულებლად „დიპლომატიურ გადაწყვეტას“ მიუახლოვდნენ

„მგონია, რომ რუსეთი, აშშ და უკრაინა რეალურად საკმაოდ ახლოს არიან დიპლომატიურ გადაწყვეტასთან“, - თქვა კირილ დმიტრიევმა CNN-თან საუბრისას.

დმიტრიევის თქმით, მას სჯერა, რომ ტრამპისა და პუტინის სამიტი აუცილებლად გაიმართება, თუმცა „ალბათ მოგვიანებით“.

როდესაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ტრამპის უკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ მიუხედავად პუტინთან „ნაყოფიერი სატელეფონო საუბრებისა“, რუსეთი მაინც აგრძელებს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს, დმიტრიევმა უპასუხა, რომ რუსეთის სამხედროების პოზიციაა, რომ ისინი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმიან თავს.

დმიტრიევს ასევე ჰკითეს, როგორ შეაფასებდა ხარკოვში საბავშვო ბაღზე ამ კვირაში განხორციელებულ თავდასხმას, დმიტრიევმა თქვა, რომ რუსეთის არმია მიზანმიმართულად არ ესხმის თავს საბავშვო ბაღებს, თუმცა „უნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კითხვა უნდა დაისვას“.

„მე არ ვარ სამხედრო“, - თქვა მან - „უბრალოდ ვმუშაობ იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.

მსგავსი სიახლეები