3 დაღუპული და 29 დაშავებული - რუსეთმა კიევი კამიკაძე დრონებით დაბომბა

26.10.25 09:38
3 დაღუპული და 29 დაშავებული - რუსეთმა კიევი კამიკაძე დრონებით დაბომბა

26 ოქტომბერს, რუსმა საოკუპაციო ძალებმა კიევი კამიკაძე-დრონებით დაბომბეს. დაფიქსირებულია ინფრასტრუქტურის დაზიანება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

მაშველები აგრძელებენ დრონების თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციას დესნიანის რაიონში, სადაც ხანძრები გაჩნდა. ერთ-ერთ ადგილას, უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს - ზედა სართულებიდან 13 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა - აღნიშნულია Telegram-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე ცნობილია სხვა მისამართზე 16-სართულიან კორპუსში და ობოლონის რაიონში მდებარე მრავალსართულიან სახლში მოხვედრის შესახებ.

იერიშის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ბავშვი.