ლუვრში მომხდარი ძარცვის შემდეგ სამეფო სამკაულები საფრანგეთის ბანკის სეიფებში გადაიტანეს

26.10.25 11:57
ლუვრში მომხდარი ძარცვის შემდეგ სამეფო სამკაულები საფრანგეთის ბანკის სეიფებში გადაიტანეს

ლუვრის მუზეუმის ღირებული ექსპონატების ნაწილი საფრანგეთის ბანკშია გადატანილი. გადაწყვეტილება გასულ კვირას მუზეუმის აპოლონის გალერეაში მომხდარი ძარცვის შემდეგ მიიღეს. სრული უსაფრთხოების დადასტურებამდე სამეფო რეგალიების და სამკაულების ნაწილი, ბანკის სეიფებში იქნება დაცული.