კრემლის სპეცწარმომადგენელმა აშშ-ში მოლაპარაკებებზე ჩაიტანა კანფეტები, რომელზეც პუტინის ციტატებია დატანილი

26.10.25 17:21
კრემლის სპეცწარმომადგენელმა აშშ-ში მოლაპარაკებებზე ჩაიტანა კანფეტები, რომელზეც პუტინის ციტატებია დატანილი

რუსი დიქტატორის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, აშშ-ში გამართულ მოლაპარაკებებზე კანფეტები წაიღო, რომლებზეც ვლადიმირ პუტინის ციტატებია დატანილი. ამის შესახებ მან თავად დაწერა საკუთარ Instagram-გვერდზე.

დმიტრიევის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი გრძელდება.

სპეც წარმომადგენელმა აჩვენა კანფეტები, რომლებზეც პუტინის გამონათქვამებია, მათ შორის:

„რუსეთი თავისიანებს არ ტოვებს“
„რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“

მედიამ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ამ კონფეტებზე სხვა წარწერებიც ჩანს.

მსგავსი სიახლეები