ლუვრის გაძარცვის საქმეზე საფრანგეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა

26.10.25 18:40
ლუვრის გაძარცვის საქმეზე საფრანგეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა

პარიზის ლუვრის მუზეუმში მომხდარი მრავალმილიონიანი ძარცვის საქმეზე პოლიციამ ეჭვმიტანილი ოთხი პირიდან ორი დააკავა. როგორც BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მამაკაცი შარლ დე გოლის აეროპორტში აიყვანეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიების ინფორმაციით, 88 მილიონი ევროს ღირებულების ექსპონატები ლუვრის „აპოლონის გალერეიდან“ გასულ კვირას გაიტანეს. პოლიციის ვერსიით, ქურდებმა ოპერაცია მხოლოდ ოთხ წუთში ჩაატარეს და ადგილი მალევე დატოვეს.

მსგავსი სიახლეები