ლავროვი, რუსეთთან მიმართებით, აშშ-ს პოზიციით უკმაყოფილოა

27.10.25 11:45
ლავროვი, რუსეთთან მიმართებით, აშშ-ს პოზიციით უკმაყოფილოა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიკალურად“ შეცვალა მიდგომა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასასრულის მიმართ.

უნგრულ YouTube-არხ Ultrahang-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა იწუწუნა, რომ ახლა თეთრი სახლი პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტაზე აკეთებს აქცენტს. მისი შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციამ პოზიცია თითქოს ევროპის გავლენით შეცვალა.

ახლა ისინი (აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები) მხოლოდ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ - ეს რადიკალური ცვლილებაა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპელები არ სძინავთ, არ ჭამენ და ამ ადმინისტრაციას ხელებს უგრეხენ, - აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, ალასკაში რუსეთის დიქტატორთან შეხვედრის შემდეგ ტრამპი კრემლის პოზიციას იზიარებდა, თითქოს ჯერ უნდა მიღწეულიყო მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობა და არა უბრალოდ დროებითი გადატვირთვა.

ინტერვიუში ლავროვმა ასევე დაიჩივლა, რომ აშშ ევროპელი „ქორების“ და ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან მათ, ლავროვის მტკიცებით, არ სურთ „არცერთი მიმართულებით“ ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობა.

მსგავსი სიახლეები