თურქეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა
დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი შენობა ჩამოინგრა, რომლებიც წინა მიწისძვრის დროს დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ბალიქესირის პროვინციის ქალაქ სინდირგიში იყო. მიწისძვრა ორშაბათს ადგილობრივი დროით 22:48 საათზე მოხდა.
ბალიქესირის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა.
განმეორებითი ბიძგები სტამბოლსა და მიმდებარე პროვინციებში - ბურსაში, მანისასა და იზმირში იგრძნობოდა.