BBC: ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბელა კალლის საპროცესოს გაუფორმებენ
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 19 წლის ბრიტანელ ქალს, ბელლა მეი კალლის საპროცესოს გაუფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით, ოჯახმა 500 000 ლარი გადაიხადა, კალლი კი ციხეში მხოლოდ ორ წელს გაატარებს.
ამასთან, ოჯახის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია BBC-თან საუბრისას ამბობს, რომ აპირებს საქართველოს პრეზიდენტს კალლის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
ბელა მეი კალლი, რომელიც 6 თვეა, რაც პატიმრობაშია, 35 კვირის ორსულია. ის 10 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, მისი ბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 12 კილოგრამამდე “მარიხუანა” და 2,068 კგ “ჰაშიში” ამოიღეს.