ისრაელმა ჰამასი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორი დაბომბა - არის მსხვერპლი
ისრაელმა ჰამასი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორი დაბომბა - ჰამასის მიერ კონტროლირებული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ ღაზაზე და კიდევ რამდენიმე რაიონზე ისრაელის ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.
BBC-ის ცნობით, იერიში მას შემდეგ განხორციელდა რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძლავრი დარტყმების ბრძანება გასცა.
28 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ჰამასმა ცეცხლი გაუხსნა ისრაელის არმიის სამხედროებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად მოხდა. ჰამასმა თავდასხმა უარყო.
გარდა ამისა, ისრაელის მთავრობის თანახმად, ჰამასმა გადასცა არა კიდევ ერთი, მე-16 მძევლის ცხედარი, როგორც ეს 28 ოქტომბერს განაცხადა, არამედ სხვა მოკლული მძევლის, ოფირ ცარფატის ცხედრის ნაშთები, რაც ექსპერტიზის შედეგად გაირკვა. ცარფატის ცხედრის ნაწილები ღაზის სექტორიდან ისრაელში პირველად დაახლოებით ორი წლის წინ გადაასვენეს.