დონალდ ტრამპის თქმით, სი ძინპინთან შეთანხმდა და უკრაინის საკითხზე “ერთად იმუშავებენ“

30.10.25 10:02
დონალდ ტრამპის თქმით,  სი ძინპინთან შეთანხმდა და უკრაინის საკითხზე “ერთად იმუშავებენ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში კრიტიკული სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულეს.

ჩინური მაუწყებლის, CCTV ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს, ერთ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

ტრამპის განცხადებით, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი ძალიან ინტენსიურად განიხილა.

მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, იმის სანახავად, შეძლებენ თუ არა ამ ომის დასრულებას.

უკრაინაზე ერთად ვიმუშავებთ, ვთანხმდებით, რომ მხარეები ბრძოლაში არიან ჩართულნი და ვფიქრობ, ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე. თუმცა, უკრაინასთან დაკავშირებით ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში ეწვევა ჩინეთს, ხოლო სი ძინპინი ვაშინგტონს ამ ვიზიტის შემდეგ ეწვევა.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, 10 ქულიდან შეხვედრას როგორ შეაფასებს, რაზეც ტრამპმა თქვა, რომ „დიდი წარმატება“ იყო.

მსგავსი სიახლეები