Bloomberg: 8 ნოემბერს დონალდ ტრამპის და ვიქტორ ორბანის შეხვედრა გაიმართება

30.10.25 10:25
Bloomberg: 8 ნოემბერს დონალდ ტრამპის და ვიქტორ ორბანის შეხვედრა გაიმართება

„ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ადგილი, ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არიან.

მოლაპარაკების მთავარი თემა, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გავლენა იქნება უნგრეთის ეკონომიკაზე.

მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მუშაობს გზებზე, როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს.

აშშ-მა 23 ოქტომბერს ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია - როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცირა. გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა როსნეფტისა და ლუკოილის 34 შვილობილ კომპანიას. 

მსგავსი სიახლეები