საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი კიდევ 5 პირი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ კიდევ ხუთი ადამიანი დააკავა, რომლებიც ლუვრის გაძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.
პარიზის პროკურორის, ლორ ბეკოს ცნობით, ეჭვმიტანილები სენ-დენის დეპარტამენტში დააკავეს.
მისვე ინფორმაციით, მოპარული ნივთები ამ დრომდე აღმოჩენილი არ არის.
3 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ლუვრის მუზეუმის ქურდობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. მათ ბრალი ნაწილობრივ აღიარეს.
პოლიციამ სავარაუდო ბოროტმოქმედებს დნმ კვალის მეშვეობით მიაგნო. გამოძიება ეჭვობს, რომ მუზეუმის ძარცვაში „4 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა“.
ბოროტმოქმედებმა ლუვრი 19 ოქტომბერს გაძარცვეს. მათ ამისთვის გასაშლელი კიბე გამოიყენეს და ფანჯარა სპეციალური ხერხით ამოჭრეს. მოპარულ ნივთებს შორის არის ნაპოლეონ ბონაპარტის საჩუქარი, რომელიც მან თავის ცოლს, მარია ლუიზას მიართვა - ბრილიანტის ყელსაკიდი.