რუსეთში ბავშვებისთვის იყიდება უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოყენებული „შაჰედის“ დრონის სათამაშო ასლი
რუსულ ონლაინ-მაღაზიაში Ozon (რომელსაც ხშირად „რუსულ Amazon“-ს უწოდებენ) იყიდება ირანული საბრძოლო დრონის „შაჰედის“ სათამაშო ასლი, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე შეტევებისთვის იყენებს - წერს CBS News.
სათამაშო წარმოდგენილია როგორც „გერან-2“-ის მოდელი, განკუთვნილია „6 წლიდან ზევით ბავშვებისთვის“ და აღწერილია როგორც „კოორდინაციისა და წარმოსახვის განვითარებისთვის სასარგებლო“.
მისი ფასი დაახლოებით 350 რუბლია, ხოლო მოდელს შესაძლებელია დაემატოს პატარა პეტარდები, რომლებიც აფეთქდებიან შეჯახებისას - რეალური დრონის იმიტაციით.
საიტზე გამოქვეყნებული კომენტარები ძირითადად პოზიტიურია: მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ „სათამაშო ზუსტად ჰგავს ნამდვილს“ და „ბავშვები აღფრთოვანებულნი არიან“.
ასეთი საბრძოლო დრონების სათამაშო ასლები იყიდება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.