უცნობი დრონის გამოჩენის გამო ბერლინის აერპორტმა ფრენები 2 საათით გააჩერა
ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში პარასკევს საღამოს ფრენები თითქმის ორი საათით შეჩერდა. მიზეზი, სავარაუდოდ, უცნობი დრონის გამოჩენა გახდა. რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „უსაფრთხოება უპირველესია“.
ფრენები გაჩერდა 20:08-დან 21:58-მდე, რის შემდეგაც განგაში მოიხსნა და მოძრაობა აღდგა. პოლიციამ დრონის მოსაძებნად ვერტმფრენიც გამოიყენა.
დრონების გამო ინციდენტები გერმანიაში იზრდება - 2025 წლის აგვისტოსთვის დაფიქსირდა 144 შემთხვევა, როცა შარშან იგივე პერიოდში 113, ხოლო 2023-ში მხოლოდ 99 იყო.