მედია: უკრაინამ პოკროვსკში სპეცრაზმი შეიყვანა
უკრაინა პოკროვსკის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა - Reuters-ი ორ უკრაინელ სამხედროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ აღმოსავლეთ ქალაქ პოკროვსკის იმ ნაწილებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს სპეცრაზმი შეიყვანა
ვრცელდება ვიდეო მასალაც, სადაც არსებული ინფორმაციით ჩანს ვერტმფრენების დესანტირება იმ რაიონებში, რომლებიც რუსების მტკიცებით მათი კონტრლის ქვეშაა.
გამოცემის ცნობით, სპეცრაზმელები კვირის დასაწყისში შეიყვანეს, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე კიევის ძალები ალყაში მოაქცია.
ოპერაციას სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მეთვალყურეობდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში პოკროვსკის ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა :
„ვაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შევაჩეროთ რუსული თავდასხმები, სადაც ეს შესაძლებელია“.