მედია: რუსებმა უკრაინას 223 დრონით შეუტიეს

01.11.25 13:43
მედია: რუსებმა უკრაინას 223 დრონით შეუტიეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინას 223 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, რომელთაგან დაახლოებით 140 Shahed-ის ტიპის დრონი იყო. 

მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით 206 დრონი გაანეიტრალეს.

ჩერნიგოვის ოლქში რუსულმა დრონმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყა, რის შედეგადაც ანგარი დაიწვა. პოლტავას ოლქში კი რუსეთის თავდასხმამ გაზის წარმოების ობიექტში ხანძარი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები