დაზვერვა: უკრაინელებმა მოსკოვის ოლქში ნავთობსადენის სამი კვანძი გაანადგურეს

01.11.25 14:11
დაზვერვა: უკრაინელებმა მოსკოვის ოლქში ნავთობსადენის სამი კვანძი გაანადგურეს

უკრაინელებმა მოსკოვის ოლქში, რამენსკოეს რაიონში, ნავთობსადენის სამი კვანძი გაანადგურეს.
ვიდეოს უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსკოვის ოლქის რამენსკოეს რაიონში აფეთქდა ნავთობსადენის სამივე ხაზი, რომლითაც ბენზინი, დიზელი და საავიაციო საწვავი გადაჰქონდათ. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, მილსადენი რუსეთის არმიას ომის წარმოებისთვის რესურსებით ამარაგებდა.

უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, კოლცევოის მილსადენი წელიწადში 3 მილიონ ტონამდე საავიაციო საწვავის, 2.8 მილიონ ტონამდე დიზელის საწვავის და 1.6 მილიონ ტონამდე ბენზინის გადატუმბვას შეძლებდა.

მსგავსი სიახლეები