რუსეთმა ნიკოლაევი „ისკანდერის“ რაკეტით დაბომბა - არის მსხვერპლი
ერთი დაღუპული და 15 დაშავებული - რუსეთმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი „ისკანდერის“ რაკეტით დაბომბა.
თავდასხმის ადგილებზე მედიკოსები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ“, - განაცხადა ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა