2 დაღუპული და 10 მდე დაშავებული - რუსეთმა დნეპროპეტროვსკი და სუმი დაბომბეს

02.11.25 10:10
2 დაღუპული და 10 მდე დაშავებული - რუსეთმა დნეპროპეტროვსკი და სუმი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის და სუმის რეგიონები დაიბომბეს. შეტევების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით ათი დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადისლავ გაივანენკოს თქმით, სამაროვსკის რაიონში დაშავდა რვა ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. ერთი დაშავებული მოგვიანებით გარდაიცვალა. დარტყმის შედეგად განადგურდა მაღაზია და დაზიანდა შვიდი საცხოვრებელი სახლი.

გარდა ამისა, ნიკოპოლის რაიონის ქალაქ მარგანეცში, რუსულმა FPV დრონმა მოკლა 58 წლის მამაკაცი და დაჭრა 54 წლის ქალი.

სუმის ოლქში დრონმა დაარტყა სამოქალაქო მანქანასა და მიკროავტობუსს - ერთ შემთხვევაში დაშავდა 29 წლის მამაკაცი, მეორეში მძღოლმა დროულად შეძლო თავის გადარჩენა, თუმცა ტრანსპორტი დაიწვა.